ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ფეისბუქზე კადრებს ავრცელებს, სადაც ფიზიკურ დაპირისპირება ჩანს. როგორც წითლიძე წერს: “მე 9 უბანი! ქართული ოცნების ზონდერი გიორგი ჯიქია ფიზიკურად უსწორდება დამკვირვებლებს და ოლქის წევრებს!”
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
დაპირისპირების მიზეზი კი გახდა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის მოწოდება მმართველი პარტიის დამკვირვებლებისთვის რომ ხმის მიცემის ფარულობა ირღვეოდა: “სადაც იციან ქართული ოცნება აგებს, აწყობენ ამას, რასაც აწყობენ, შიგნით არის “ოცნების” ზონდერი, ვითომ დამკვირვებელი გიორგი ჯიქია, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშაა და ვითხოვ, რომ გადაიყვანონ სასწრაფოდ და შეამოწმონ ნარკოლოგიურზე. ამ ადამიანს აქვს დავალებული ამ უბნის ჩაშლა. ეს არის ის დასახლება, სადაც ყოველთვის იგებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – ამბობს ანა წითლიძე, რომელიც ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზე იმყოფება.
უბანზე, სიტყვიერი შელაპარაკებაც მოხდა წითლიძესა და ჯიქიას შორის:
“ნასედკა კი არა, შენ ხარ არაადამიანი, შენ ვის უთითებ, არაადეკვატურ ქმედებით გამოირჩევი, უღირსი ადამიანი ხარ… დღეს მოსახლეობა გასცემს პასუხს შენნაირ არაადამიანებს, ნუ მებლატავები გოგო” – მიმართა ჯიქიამ წითლიძეს, რომელიც მას მოუწოდებს ნარკოლოგიურში წავიდეს და შემოწმდეს.