ქართველი ფეხბურთელი 23 წლის ასაკში გარდაიცვალა

საფეხბურთო კლუბ „თელავის’’ ყოფილი ფეხბურთელი, 23 წლის თორნიკე ლაფაური გარდაიცვალა. ინფორმაციას Facebook-ში კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„საშინელ ავადმყოფობასთან დიდი ბრძოლის შემდეგ სამწუხაროდ მოხდა ის, რამაც გაგვანადგურა, შოკში ვართ – 23 წლის თორნიკე ლაფაური, ჩვენი გუნდის ყოფილი ფეხბურთელი აღარ გვყავს.

თოკო, „თელავის’’ საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, “თელავის” ასაკობრივ გუნდებში ითამაშა, 17 და 19-წლამდელთა გუნდის წევრი გახლდათ და ნელ-ნელა მთავარ გუნდსაც უახლოვდებოდა, ვარჯიშობდა, თავის შანსს ელოდა და ყველასთვის მოულოდნელად, ვერაგმა ავადმყოფობამ დარია ხელი – შოკი, ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, ჩვენთვის…’’