24 სექტემბრიდან 23 ოქტომბრამდე სასწორის დეკადაა.
სასწორი ტემპერამენტიანია, მერყეობს ბალანსის, შესაფერისი მომენტის, საჭირო სიტყვის მოძებნისას. არცერთ ნიშანს არ ჰყავს უფრო მეტი მსგავსად მანიაკალურ-დეპრესიული ადამიანი, არც ერთ ნიშანს უკეთ არ აქვს გამოხატული დროის შეგრძნება. გმირებიც ბევრია სასწორებს შორის.
უყვარს ფაქტების დაგროვება. თავისუფალია. სძულთ სიბნელე. იპყრობენ ადამიანებს – შარმით, ალერსით, სტუმართმოყვარეობით, გულუხვობით, დიდსულოვნებით, ხალისით… მდიდარი ზრახვებით, კეთილი ნებით აღსავსენი არიან, არ გამოირჩევიან ნებისყოფით. არც თუ იშვიათად ახასიათებთ პასუხისმგებლობაზე თავის არიდება. ისინი უკეთ დაიძინებენ, ვიდრე იბრძოლებენ.
მოდით, ვისაუბროთ ქალ სასწორებზე.
ოოო, საინტერესო ქალია, თანაც ძალიან. იდუმალია და ეს ხდის შარმიანსაც და საინტერესოსაც. ფრთხილია, უყვარს კარგი შთაბეჭდილების მოხდენა.
სასწორ ქალბატონებს სხვებისგან უზადო გემოვნებით გამოარჩევთ. ისინი მშვენივრად ერკვევიან თანამედროვე მოდის ტენდენციებში. ის ელეგანტურობის მწვერვალზეა. ძალზე დახვეწილები არიან. ფერებს სასწორი რომ უხამებს, ისე უნდა. მათი გარდერობის დათვალიერებისას თვალში პასტელის ფერების სამოსი მოგხვდებათ.
სასწორს გასაოცარი გარდასახვის უნარი გააჩნია, ამიტომ დღეს თუ მაცდური ქალის იმიჯს მოირგებს, ხვალ შეუძლია დახეული ჯინსები ან სულაც მონაზვნის სტილი აირჩიოს. ერთი შეხედვით ნაზი გარეგნობის მიუხედავად, სასწორ ქალს ნებისმიერი სირთულის საქმისთვის მარტოს შეუძლია თავის გართმევა. ის ნამდვილად სხვადასხვანაირია, მრავალფეროვანი, ბოლომდე შეუცნობელი და ეს მატებს მას იდუმალებას.
სასწორი ქალები ფლირტის ოსტატები არიან. ისინი ყურადღებას იქცევენ ყველგან, ნებისმიერ ვითარებაში. შეუძლებელია, ისინი ვერ დაინახო, ვერ შეამჩნიო. მთელი რიგი მიზეზების გამო შემთხვევით გამვლელებსაც კი გულში უვარდებათ. იცვამენ უჩვეულოდ, მოქნილად სარგებლობენ თავიანთი მომხიბვლელობით. განსაკუთრებით გადამდებია მათი ოპტიმიზმი, ძალდაუტანებელი, მსუბუქი ურთიერთობები.
დიდი პლუსია ის, რომ მამაკაცს აიძულებენ იფიქროს, რომ ის შეუდარებელია. არ იშურებენ კომპლიმენტებს ძლიერი სქესის წარმომადგენლებისთვის, ამას კი მამაკაცები ჭკუიდან გადაჰყავს. თუ კაცს ქალი სასწორი პირველი დანახვისთანავე არ შეუყვარდა, აუცილებლად შეუყვარდება პირველ პაემნამდე, რადგან სასწორი ქალი გულის მოგებისთვის ბრძოლაში წაგებას მიჩვეული არაა.
სასწორს განვითარებული აქვთ მშვენიერების აღქმა, მისი შეგრძნება, ესთეტიკური აზროვნება, ამიტომ მათ შორის მრავლად არიან ნიჭიერი მხატვრები, დეკორატორები და ფოტოგრაფები.
სასწორები აფასებენ სილამაზესა და ჰარმონიას: უყვართ პეიზაჟებით ტკბობა, დახვეწილი სამოსის ტარება და საინტერესო, სულიერად მდიდარ ადამიანებთან ურთიერთობა.
მშვიდი, წინდახედული, საზრიანი ადამიანები არიან, რომლებიც სტაბილურობისკენ ისწრაფვიან. აქვთ მახვილი გონება, აზროვნებენ ლოგიკურად.
სასწორი დედა ავტორიტეტია შვილების თვალში. არის მოსიყვარულე, საოცრად მზრუნველი და თბილი. ყურადღებით აწუხებს კიდეც შვილებს. არის ფორმაში, მისაბაძი და შვილებისთვის საამაყო. ამდენად სასწორის შვილები მშვიდ, ლამაზ და კომფორტულ გარემოში იზრდებიან.
ცნობილი სასწორები არიან: მონიკა ბელუჩი, კეტრინ ზეტა ჯონსი, გვინეტ პელტროუ, ქეით ვინსლეტი, გვენ სტეფანი, ბელა ჰადიდი, კიმ კარდაშიანი,