რა ბედი ეწევა კესარია აბრამიძის სოციალურ გვერდებს? – მას ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა

სოციალური გვერდების ბედი გარდაცვალების შემდეგ დამოკიდებულია პლატფორმის წესებსა და იმაზე, თუ რას გააკეთებენ მისი ოჯახი ან მემკვიდრეები.

კესარია აბრამიძეს ინსტაგრამზე ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა.

ინსტაგრამის შემთხვევაში არსებობს ორი ვარიანტი:

მემორიალური ანგარიში:

გარდაცვლილის ანგარიშს შეიძლება მიენიჭოს მემორიალური სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ მისი პროფილი დარჩება, მაგრამ არ მოხდება მისი განახლება ან შესვლა. ასეთი ანგარიშები რჩება სოციალურ სივრცეში თუმცა, სხვა მომხმარებლებს მისი მართვა არ შეეძლებათ.

ანგარიშის წაშლა:

გარდაცვლილის ოჯახის წევრებს შეუძლიათ მიმართონ ინსტაგრამს და მოითხოვონ ანგარიშის წაშლა. ამისთვის საჭიროა გარდაცვალების მოწმობის წარდგენა.

„ფეისბუქსაც“ აქვს ორი ძირითადი ვარიანტი:

მემორიალური ანგარიში: 

„ფეისბუქზე“ გარდაცვლილი მომხმარებლის ანგარიშის მართვა შეუძლია გარდაცვლილის მემკვიდრეს. მას შეუძლია მართოს ანგარიში, უპასუხოს მეგობრების შეტყობინებებს და განაახლოს პროფილის სურათი.

ანგარიშის წაშლა: ოჯახის წევრებს შეუძლიათ მოითხოვონ ანგარიშის სრული წაშლა გარდაცვალების მოწმობის წარდგენის შემდეგ.